სალომე ზურაბიშვილი: ივანიშვილის რეჟიმი კრემლში დაწერილი სცენარით მოქმედებს

“ოცნება” ისტერიულ რეპრესიაზეა გადასული – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა “ტვ პირველის” გადაცემა “რექაციაში” განაცხადა.

მისი თქმით, ივანიშვილის რეჟიმი კრემლში დაწერილი სცენარით მოქმედებს.

სცენარი იწერება კრემლში ეს სცენარი თუ აქ გაუვიდათ, ამ სცენარს დაატრიალებენ სხვაგან. ვნახეთ, რომ სცადეს რუმინეთში, სცადეს მოლდოვაში. დარწმუნებული ვარ, რომ თუ აქ გაუვიდათ, უკრაინაშიც გაუვათ და კიდევ ლაპარაკობს პუტინი ამ ყველაფერზე.

ისინი გადასული არიან ისტერიულ რეპრესიაზე. ისტერია არ არის ნიშანი, რომ შენ მყარად დგახარ და რატომ არ არის მყარად. საქართველოში ჯერ კიდევ და დიდხანს იდგება და დგას ხალხი. ეს არის განსხვავება გამარჯვებული რეპრესიული რეჟიმისა და დღევანდელი რეპრესიული რეჟიმის. ხალხო დგას და არ ემორჩილება და გააგრძელებს”, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ “ქართული ოცნება” ქვეყანას კი არ მართავს, ებღაუჭება.

არცერთი მიმართულებით არ მართავენ ქვეყანას ამას ჰქვია ებღაუჭებიან. ცდილობენ, რომ დაახრჩონ, ცდილობენ, რომ გატეხონ და ვერ ვხედავ მე ვერაფერს, რომელიც მე მეტყვის და მაჩენს, რომ ეს ხალხი დანებდება”, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილის ინიციატივა
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი: “ბოდიში მინდა მოვუხადო ქართულ ჯარს, იმიტომ რომ ქართული ჯარია ის, რაზეც დგას, იდგა და იდგება ეს ქვეყანა… იმისთვის, რაც მოუვიდათ ამ დღეებში”