8.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

სალომე ზურაბიშვილი “იმედისა” და POSTV-ის დასანქცირებაზე: თავიანთ თავში უნდა მოძებნონ კითხვები და პასუხები

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და „პოსტვის“ დასანქცირებას მედიასთან გამოეხმაურა.

„რეალურად თავად დაიწყეს თავისუფალი მედიის დახრჩობა, ხოლო დღეს რაც ხდება არის ის შედეგი, რაც მოჰყვება ამგვარ პროპაგანდისტული მედიების ქმედებებს. ყველაფერს აქვს თავისი შედეგი და იმდენად გავიდა ეს პროპაგანდისტული მედია ჩვეულებრივი მედიაროლიდან, რომ რაც დღეს მოხდა, იყო მოსალოდნელი შედეგი და თავიანთ თავში უნდა მოძებნონ კითხვები და პასუხები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მიმდინარეობს ძალიან აქტიური მუშაობა იმისკენ, როგორ შეიქმნას „კონსოლიდირებული ალტერნატივა“.

„ყველას კარგად ესმის საზოგადოებაში და ჩვენი უცხოელი პარტნიორებიდანაც არის მოთხოვნა, რომ დაინახონ,რა იქნება ალტერნატივა. ყველა ხვდება, რომ ეს რეჟიმი ასე ვერ გაგრძელდება, სიცოცხლისუნარიანობას ნელ-ნელა კარგავს და გადადის ფსიქიკურ მდგომარეობაში, ამიტომ რაღაც სხვა არის საჭირო, უნდა დაინახო ალტერნატივა. მე ვიცი და ჩართულიც ვარ, მიმდინარეობს ძალიან აქტიური მუშაობა იმისკენ, როგორ შეიქმნას კონსოლიდირებული ალტერნატივა, რომელიც რეალურად ჩვენი მომავალია და ამ ქვეყნისთვის აუცილებელია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ამიტომ ეშინია ივანიშვილს და მის ბანდიტებს ჩემი ყველაზე მეტად”- სააკაშვილი
შემდეგი სტატიალევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე – გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, შესაძლოა, კანადამ გიორგი მიქაძის ექსტრადაცია მოითხოვოს