სალომე ზურაბიშვილი ილონ მასკს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში, ამერიკელ ბიზნესმენს, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მომავალ ხელმძღვანელ ილონ მასკს შეხვდა.

ამის შესახებ პრეზიდენტი სოციალურ ქსელში თავად წერს.

„შესანიშნავი საუბარი მქონდა ილონ მასკთან საქართველოში შექმნილ სიტუაციაზე. მოუთმენლად ველი მას ჩვენს ქვეყანაში“, – წერს პრეზიდენტი.

როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპმა ილონ მასკი „მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის“ ხელმძღვანელად დაასახელა.

ცნობისთვის, დღეს საღამოს პარიზში, ხუთი წლის წინ გაჩენილი ხანძრის შემდეგ რესტავრირებული ნოტრ-დამის გახსნის ცერემონიას 40-მდე ქვეყნის მთავრობის ლიდერი დაესწრო. სალომე ზურაბიშვილი ღონისძიების ფარგლებში აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, საფრანგეთის პირველ პირ ემანუელ მაკრონს და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისაც შეხვდა.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი: ვერც ერთი რეჟიმი ვერ აღუდგება ხალხის ნებას წინ, არ აქვს მნიშვნელობა, რა საშუალებებს გამოიყენებენ
შემდეგი სტატიაჟურნალისტი ნიკა კაცია დააკავეს