პრეზიდენტი გვარდიის პირად შემადგენლობას და ვეტერან გვარდიელებს ეროვნული გვარდიის დაარსების დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გვარდიის პირად შემადგენლობას და ვეტერან გვარდიელებს ეროვნული გვარდიის დაარსებიდან 28 წლისთავს ულოცავს.

„დღეს შესრულდა 28 წელი საქართველოს ეროვნული გვარდიის დაარსებიდან. ვულოცავ ამ დღეს გვარდიის პირად შემადგენლობასა და ვეტერან გვარდიელებს! სწორედ ეროვნული გვარდიაა ის მტკიცე საფუძველი, რაზეც დგას საქართველოს შეიარაღებული ძალები.

ეროვნული გვარდია ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიას ინახავს. ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში ჩვენი ჯარისკაცები თავდაუზოგავად იბრძოდნენ.

პატივს მივაგებ მათ ნათელ ხსოვნას, ვინც თავი გასწირა ქვეყნის ერთიანობისათვის. მადლიერებას გამოვხატავ მათ მიმართ, ვინც ღირსეულად იდგა ბრძოლის ველზე.

პროფესიონალიზმი და სამხედრო ფიცის ერთგულება აძლიერებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს“, – ნათქვამია პრეზიდენტის მისალოც განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმეშახტეებს ხელფასები დაერიცხათ
შემდეგი სტატიაშეხვედრა დევნილთა პრობლემატური საკითხების მიმართ სასამართლო პრაქტიკასთან დაკავშირებით