სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას შეწყალების აქტს სავარაუდოდ დღეს გამოსცემს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას შეწყალების აქტს სავარაუდოდ დღეს გამოსცემს.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, შეწყალების აქტს 27 აპრილს, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების პარლამენტში მისვლის დღეს გამოსცემს.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებმაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს, პარლამენტში მისვლას დღეს გეგმავენ. ისინი საკანონმდებლო ორგანოში დარეგისტრირდებიან და პლენარულ სხდომას დაესწრებიან.

ამასთან, კონსულტაციები გრძელდება ამნისტიის შესახებ კანონპროექტის საკითხზე, რომლის ინიცირება სავარაუდოდ დღესვე არ მოხდება, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით, კანონპროექტის შესახებ დღეს დამატებითი დეტალები გახდება ცნობილი.

banner
წინა სტატიაშიბურჯანაძე: სამადაშვილს ერთი სული ჰქონდა პარლამენტში შესულიყო და სამსახური ეშოვნა
შემდეგი სტატიაპარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავას კანდიდატურას პლენარულ სხდომაზე დღეს განიხილავენ