სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის მოლაპარაკებების განახლებას მიესალმება.

აღნიშნულთან დაკავშირებით ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს.

„მივესალმები საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის, წლების განმავლობაში შეჩერებული, დელიმიტაციის პროცესის განახლებას, რაზეც აზერბაიჯანში ვიზიტისას პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე შევთანხმდით.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მრავალწლიანი კეთილმეზობლური ურთიერთობებიდან გამომდინარე, მხარეები იხელმძღვანელებენ სტრატეგიული პარტნიორობით და ეს პროცესი სწრაფად მოგვცემს შედეგს“, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიდავით ჭიჭინაძე ივნისის ბოლოს ახალ პარტიას შექმნის
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე – ჩემი ამოცანაა, უზრუნველვყოთ დიასპორის ჩართულობა ქვეყნის აღმშენებლობის საქმესა და ყველა საზოგადოებრივ აქტივობაში