სალომე ზურაბიშვილი გამოდის ინიციატივით, რომ სიძულვილისა და შეურაცხყოფის ენაზე მორატორიუმი გამოცხადდეს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ინიციატივით გამოდის, რომ სიძულვილის და შეურაცხყოფის ენაზე მორატორიუმი გამოცხადდეს.

მისივე თქმით, ამით ქვეყანაში ატმოსფერო შეიცვლება და ადამიანები მომავალს უფრო განსხვავებულად შეხედავენ.

როგორც ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ამ ინიციატივის განხორციელება ყველას გააძლიერებს.

„მოგმართავთ ინიციატივით, რომელიც ყველასთვის საჭიროა და არის არა ჩემი, არამედ საზოგადოების მოთხოვნა და მინდა, რომ თქვენ, ასევე სხვა პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც აქ არ იმყოფებიან, გადავცეთ. მგონი, დრო მოვიდა მორატორიუმის გამოცხადების სიძულვილის და შეურაცხყოფის ენაზე. ამისგან თავი რომ შევიკავოთ, მგონი, ზოგადად ქვეყანაში შეიცვლება ატმოსფეროც და განწყობებიც. შესაბამისად, უფრო სხვანაირად შევხედავთ ერთმანეთს, მომავალს, ეს ყველას გაგვაძლიერებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში დამოუკიდებლობის აღდგენის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება გამართა, რომელსაც პოლიტიკოსები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიათენში ცნობილი ჟურნალისტი მოკლეს
შემდეგი სტატიაბაიდენი ცეცხლსასროლი “ეპიდემიის” წინააღმდეგ