სალომე ზურაბიშვილი : გადავდივართ ევროკავშირთან პარტნიორობის ახალ ეტაპზე, არ შეგვიძლია შევჩერდეთ, ან სვლა შევანელოთ

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ათწლიანი პარტნიორობის შედეგად, საქართველო არასდროს ყოფილა ასე ახლოს ევროკავშირთან. უფრო მეტად, მჭიდრო კავშირების პროცესმა კი მნიშვნელოვანი უპირატესობები მოუტანა ქვეყანას და მოსახლეობას.

„უკანასკნელი თხუთმეტი წლის განმავლობაში საქართველო გახდა უფრო დემოკრატიული და წარმატებული.

ჩვენმა დემოკრატიულმა კულტურამ განვლო წყება სიახლეებისა: ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება 2012 წელს; პირველი პარლამენტი კონსტიტუციური უმრავლესობის გარეშე; მეორე ტური საპრეზიდენტო არჩევნებში.

ჩვენი ინსტიტუციები გაძლიერდნენ: პარლამენტის უფლებამოსილებები მნიშვნელოვნად გაძლიერდა, რათა თავიდან იქნას აცილებული ერთი ადამიანის მმართველობა; მედიის პლურალიზმი არასდროს ყოფილა ასე ძლიერი; რეფორმებმა გაამყარა კანონის უზენაესობა ინდივიდებისა და ბიზნესისათვის.

სადაც დღეს ვართ, ადასტურებს ქართველი ხალხის გადაწყვეტილებასა და ჩვენი ევროპელი მეგობრების მზაობას. თუმცა, საქართველოს ამბიცია აქ არ სრულდება და ძალიან ნათელია: ეს არის სვლა უფრო წინ გაწევრიანებისკენ.

ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, მისაბაძი მაგალითია ლატვიის პრეზიდენტი ფრაიბერგა: იგი საბჭოთა კავშირს კანადაში გაექცა, მაგრამ დაბრუნდა პოლიტიკური ემიგრაციიდან, რათა თავისი ქვეყანა ევროკავშირსა და ატლანტიკურ ალიანსში შეეყვანა. მე ამაზე ნაკლები საქართველოსთვის არ მინდა.

ჩვენ არასდროს ავარიდებთ თავს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნებს. მაშინ, როცა ვართ ამბიციურები, ასევე გვინდა, რომ ევროპამ წარმატებას მიაღწიოს და გაერთიანდეს.

როგორც პარტნიორებს, ჩვენ გვესმის, რომ ევროპას აქვს საკუთარი გამოწვევები, მათ შორის ბრექსიტის მოლაპარაკებები, ევროსკეპტიციზმის ზრდა და მიგრაციის საკითხები.

ყველაფერი ეს მიუთითებს, რომ ევროპა, პირველ რიგში, თავად საჭიროებს რეფორმირებას. ცხადია, ევროპელი საზოგადოება პრიორიტეტს ამჟამად შიდა რეფორმებს ანიჭებს, ვიდრე ახალი წევრების მიღებას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს სურს ევროპის წარმატება, შეგვიძლია, შევინარჩუნოთ ცოტა მოთმინება. თუმცა, სანაცვლოდ, ერთობლივად უნდა შევინარჩუნოთ სითამამე და ამბიციურობა.

„პოზიტიური იმპულსის შენარჩუნება სასიცოცხლოა პარტნიორობის ახალი მიმართულების განსაზღვრაში.

როგორც თქვენი წარმატების ისტორია, ჩვენ მივისწრაფვით, ვიყოთ ინოვატორები. ჩვენ იმდენად პატარა ქვეყანა ვართ, რომ საცდელი სივრცე ვერ ვიქნებით.

ვინაიდან გადავდივართ პარტნიორობის ახალ ეტაპზე, ჩვენ არ შეგვიძლია, შევჩერდეთ ან სვლა შევანელოთ“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძემ და დონალდ ტუსკმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ახალ შესაძლებლობებზე იმსჯელეს
შემდეგი სტატიაანა დოლძე და ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესის შეჩერებას და კონკურსის თავიდან გამოცხადებას ითხოვენ