სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირისგან გაფართოებაზე მიღებული არის პაუზა

ბრიტანეთის რეფერენდუმზე სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების რეაქცია

„ჩვენი დღევანდელი სიტუაცია რა არის ევროკავშირთან – ევროკავშირისგან გაფართოებაზე მიღებული არის პაუზა. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს პერსპექტივა არ შეიცვალოს და ამავე დროს, ეს დრო იყოს გამოყენებული, რათა ჩვენ ვიმოძრაოთ ევროკავშირში, შევაღწიოთ ბევრად სხვა ადგილებში, სადაც ჯერ არ ვართ, ეს მჭიდრო კავშირები კიდევ უფრო შევკრათ ევროკავშირთან. სწორედ ბრექსიტი არის ერთ-ერთი ასეთი შესაძლებლობა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მეორე საკითხია, საქართველომ ევროკავშირთან პირდაპირი მოთხოვნები დააყენოს. ამასთან, მისი თქმით, საუბარი არ არის პარტნიორობის მომავალ ათწლეულზე, რადგან პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ქვეყანამ ასეთ გრძელ ვადაზე არ უნდა იფიქროს.

„მეორე არის, რომ ჩვენ პირდაპირ ჩვენი მოთხოვნებიც დავაყენოთ და ამის დრო მოდის ახლა, როცა ახალი ხელმძღვანელობა დაიწყებს მუშაობას იანვრიდან. ჩვენ უნდა წარვადგინოთ ჩვენი ხედვა მომავალი პერიოდის. არ ვსაუბრობ პარტნიორობის ახალ ათწლეულზე, რადგან მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ ასეთ გრძელ ვადებზე უნდა ვფიქრობდეთ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორ შევავსოთ ჩვენი ურთიერთობები და როგორ ვიმოძრაოთ ევროკავშირის მიმართულებით მომავალი ერთი, ორი სამი წლის განმავლობაში“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია ყველას, ვინც ქრისტეშობას 25 დეკემბერს აღნიშნავს, დღესასწაულს ულოცავს
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილის „გრიალის“ ვიდეოკადრები