“ეს რეალურად ჩემი დაჯილდოება კი არაა, ეს არის ნიშანი, რომ ჩვენ არ გვავიწყდება ის ადამიანები, რომლებიც დღეს ციხეში არიან, ის ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ საშუალება, უფლება, რომ გააგრძელონ თავიანთი მოღვაწეობა, თავიანთი პროტესტი. ეს არის იმის აღიარება, თუ რაც ხდება, როცა ტროტუარზე მდგომი ადამიანი დაიჭირეს, თუნდაც უნივერსიტეტიდან გამოიყვანეს. ეს ყველაფერი, ვთვლი, არის ჩემი პასუხისმგებლობა – მივიტანო ყველა იმ ადგილამდე, სადაც მომისმენენ”,_ აღნიშნული განცხადება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფეისბუქლაივში გააკეთა.
ინფორმაციისთვის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ცოტა ხნის წინ, 2026 წლის 27 მაისს, მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ქვეყნის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი, „რესპუბლიკის ორდენით“ (Ordinul Republicii) დააჯილდოვა.

















