6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 22, 2026
banner

სალომე ზურაბიშვილი: ეს განაჩენი კიდევ ერთი შემზარავი თავდასხმაა დემოკრატიასა და ფუნდამენტურ უფლებებზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „დროას“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიმართ სასამართლო განაჩენს ეხმაურება და მას  საქართველოში დემოკრატიასა და ფუნდამენტურ უფლებებზე „შემზარავ თავდასხმას” უწოდებს.

“პოლიტიკური რეპრესია საქართველოში: ელენე ხოშტარიას, პოლიტიკური პარტია “დროას” ლიდერს, რომელიც 6 თვეა წინასწარ დაკავებულია, ახლა პატიმრობის 18 თვე მიუსაჯეს. უბრალოდ ბანერზე წერისთვის.

ასე ესმის რეჟიმს გამოხატვის თავისუფლება. ეს განაჩენი კიდევ ერთი შემზარავი თავდასხმაა დემოკრატიასა და ფუნდამენტურ უფლებებზე საქართველოში”, – წერს ზურაბიშვილი.

banner
წინა სტატიაშისეს-მა აგროქიმიკატებით უკანონო ვაჭრობის ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიათენგიზ შარმანაშვილი: ელენე ხოშტარია ხომ არის წამებული რაინდი, ჰოდა, როგორმე, წელიწად-ნახევარი აიტანოს, ისევ თავისი ქცევის გამო