სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს მიმართავს – ბატონო პრეზიდენტო, მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის, ევროპა ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანია

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქართველი ხალხისადმი ემანუელ მაკრონის მიმართვას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ზურაბიშვილის თქმით, ქართველი ხალხი არ შეშინდება.

„ბატონო პრეზიდენტო, მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის. ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანი ევროპაა, რომელიც არანაირ მანდატს არ აძლევს „ქართული ოცნების” ლიდერებს, რომ გზიდან გადაუხვიონ. გმადლობთ, ქართველი ხალხი არ შეშინდება“, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ემანუელ მაკრონმა ქართველი ხალხისადმი მიმართვა გამოაქვეყნა და აღნიშნა: „საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების ღალატი არ შეიძლება, საქართველოს ევროპული ოცნება არ უნდა ჩაქრეს“.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჯგუბურია: მენტალურ რუსს ქვეყნის პრეზიდენტად ვერ ავირჩევ, და საერთოდ, არც ამ არჩევნების სამართლიანობის და მისი ლეგიტიმურობის მჯერა!
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი – ყველაფერი ვიზუალურად საკმაოდ დაემსგავსა ბელარუსის პროტესტებს – საჭიროა მუდმივად ახალი შემტევი ფორმების ძიება და განხორციელება, მოწინააღმდეგის მუდმივი გაოცება