სალომე ზურაბიშვილი: დიახ, უკრაინელებს სურთ, მიიღონ შეიარაღება საქართველოსგან, რომ საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი. ეს ყველაფერი შეუძლებელია

ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა უფრო მეტად რეალისტურად იქცევა იმასთან დაკავშირებით, თუ რისი გაკეთება შეუძლია ამ ეტაპზე, გვაქვს ორი ოკუპირებული ტერიტორია ერთ-ერთი მათგანი საუბრობს რეფერენდუმზე რომ რუსეთს შეუერთდეს, ცხადია, ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან არ გვაქვს ბევრი საშუალება და არავინ იქნება მზად საქართველოს დასახმარებლად იმავე გზით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, უკრაინელები არამხოლოდ საქართველოსგან, არამედ სხვა პარტნიორებისგანაც მეტს ითხოვენ.

„უკრაინელები ზოგჯერ პარტნიორებისგან უფრო და უფრო მეტს ითხოვენ, არა მხოლოდ საქართველოსგან. მათ უხეში სიტყვები გამოიყენეს სხვადასხვა პარტნიორის მისამართით. მათ შორის ბოლოს იყო, როდესაც ბლინკენი ჩადიოდა, რომ არ ჩაეტანა შოკოლადები, არამედ შეიარაღება ჩაეტანა. ასე რომ – დიახ, მათ სურთ, მიიღონ შეიარაღება საქართველოსგან, რომ საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი. ეს ყველაფერი შეუძლებელია. ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობა უფრო მეტად რეალისტურად იქცევა იმასთან დაკავშირებით, თუ რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს ამ ეტაპზე. გვაქვს ორი ოკუპირებული ტერიტორია. ერთ-ერთი მათგანი საუბრობს რეფერენდუმზე რომ რუსეთს შეუერთდეს. ცხადია, ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან ჩვენ არ გვაქვს ბევრი საშუალება და არავინ იქნება მზად საქართველოს დასახმარებლად იმავე გზით, მაგრამ ეს არ ცვლის სოლიდარობის იმ დონეს, რაც ჩვენ გვაქვს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო სრულად იცავს სანქციების რეჟიმს.

„შეიძლება, მთავრობის განცხადებები ცოტათი წინააღმდეგობრივი იყო, რადგან არ ყოფილიყო პროვოკაციული, მაგრამ ფაქტობრივად, საქართველო სრულად იცავს სანქციების რეჟიმს და ჩვენ ახლა ვხედავთ ამის ეფექტს ქვეყნის შიგნით ეკონომიკაზე. ჩვენ სრულად ვიზიარებთ ყველა საერთაშორისო სანქციას. მთავრობა ამბობდა, რომ ჩვენ არ ვამატებთ არსებულ სანქციებს, რომელსაც ვიცავთ და ზოგჯერ ზედმეტადაც. ჩვენ არ ვამატებთ ეროვნულ სანქციებს, რადგან კარგად ვიცით, რა იქნება დამატებითი ეროვნული სანქციები, რაც შესაძლოა, საქართველომ რუსეთს დაუწესოს. ბევრი დასავლური ქვეყანა, ისეთები, რომლებსაც აქვთ მე-5 მუხლის დაცვა ან ევროპული სოლიდარობა, მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდნენ, არ გაეღიზიანებინათ რუსეთი. არ ვფიქრობ, რომ ამას ვინმე უნდა ელოდოს ისეთი ქვეყნისგან, რომელიც ფრონტის ხაზზეა და არც ერთი ეს დაცვა არ აქვს. არის ასეთი ორი ქვეყანა,მათ შორის რომლებიც ხმამაღლა საუბრობენ, მოლდოვა და საქართველო. ყველა დანარჩენი, ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი და საზღვრისპირა ქვეყნები დაცულები არიან“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიჩხაიძე – კარგი იქნება, თუ მოსახლეობა დახურულ სივრცეებში პირბადის ტარებას გააგრძელებს – პანდემიის დასრულებაზე საუბარი ნაადრევია
შემდეგი სტატიააშშ-ის დაზვერვა უკრაინას რუსული დანაყოფების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას აძლევს