საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სვეტიცხოვლის ტაძარში წირვას ესწრება.
სალომე ზურაბიშვილი სვეტიცხოველში შვილთან, თეიმურაზ გორჯესტანთან ერთად იმყოფება.
დღევანდელი დღე დამთავრდა, ხვალიდან გეტყვით ყველაფერს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სვეტიცხოვლის ტაძრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
„ხვალიდან გეტყვით ყველაფერს, დღეს დამთავრდა დღევანდელი დღე, მადლობა ყველას“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
მანამდე, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლიდან მოქალაქეებს მიმართა და აღნიშნა: „გამოვალ აქედან, თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები, ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა“.
სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების ვადა დღეს ამოეწურა.