სალომე ზურაბიშვილი: დღეს მოვისმინე სიტყვები, რომლებიც შეურაცხყოფს მთლიანად პარლამენტს

“დღეს მოვისმინე სიტყვები, რომლებიც შეურაცხყოფს მთლიანად პარლამენტს… მოვუწოდებ პაპუაშვილს, მიიღოს უმკაცრესი ზომები”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საუბრობს და პარლამენტში “ოცნების” წევრი დეპუტატების, ალუდა ღუდუშაურისა და ირაკლი ბერაიას მხრიდან ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების, ანი წითლიძისა და თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფას ეხმაურება.

მე დღეს მოვისმინე სიტყვები, რომელიც შეურაცხყოფს საქართველოს პარლამენტს მთლიანად. მინდა გამოვუცხადო სრული სოლიდარობა იმ ქალებს, რომლებიც დღეს გამოვიდნენ და პროტესტი გამოაცხადეს.

მიმაჩნია, რომ ეს სრულიად მიუღებელია, სიტყვებიც არ არის, რომ ეს მიუღებელია, ეს ნამდვილად სირცხვილია: ქართველობისთვის, საქართველოსთვის, საქართველოს პარლამენტისთვის.

მე არ ვიცი რა კანონი ვინ უნდა მიიღოს უხამსობაზე… თუ ეს არ არის უხამსი სიტყვები, მე არ ვიცი რა არის.

მოვუწოდებ პარლამენტის თავმჯდომარეს, მიიღოს უმკაცრესი ზომები იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც დღეს თავს უფლება მისცეს, ასე მოქცეულიყვნენ, რადგან თუ ეს არ გააკეთა, მაშინ თვითონ აკარგვინებს სახეს საქართველოს პარლამენტს. მე მგონი, უნდა იმოქმედოს სწრაფად და მოახდინოს რეაგირება!, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, “ოცნების” დეპუტატებმა ირაკლი ბერაიამ და ალუდა ღუდუშაურმა დღეს ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს – თეონა აქუბარდიასა და ანი წითლიძეს – შეურაცხყოფა მიაყენეს, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს რეაგირება არ ჰქონია და მხოლოდ შესვენების შემდეგ გააკეთა კომენტარი.

banner
წინა სტატიაშიწილოსანი: დღეს პოლიტიკურ განცხადებებში სრულიად მიუღებელი ფორმებით მიმართეს ქალ დეპუტატ
შემდეგი სტატია“მასპინძელი ქვეყნის პატივისცემაა, არ არის რაიმე სხვა ჟესტი” – დავითაშვილი პუტინთან ბანკეტზე