სალომე ზურაბიშვილი დეპუტატებს წლიურ ანგარიშს ხვალ წარუდგენს

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხვალ პარლამენტში მოუსმენენ. სალომე ზურაბიშვილი დეპუტატებს გასული წლის ანგარიშს წარუდგენს. იქიდან გამომდინარე, რომ ხვალ პლენარული სხდომების კვირა არ არის, საჭირო იქნება რიგგარეშე სხდომის მოწვევა.

რეგლამენტის თანახმად, როგორც წესი, პარლამენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს ისმენს.

რაც შეეხება პრეზიდენტის მოსმენის ფორმატს, ქვეყნის პირველი პირის გამოსვლის შემდეგ სიტყვით გამოდიან იმ ფრაქციების თავმჯდომარეები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, ასევე უმცირესობისა და უმრავლესობის ლიდერები.

banner
წინა სტატიაშიმეგი ბაქრაძის ქმარი კლინიკა “იმედის” ხელმძღვანელების დაკავებას ითხოვს
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილი – დოკუმენტზე ხელის მოსაწერად პრინციპულად მზად ვიყავით, მაგრამ კომპრომისსაც საზღვარი აქვს