სალომე ზურაბიშვილი – დეკანოზ მამალაძის საკითხზე გადაწყვეტილებას ყველა გარემოებიდან გამომდინარე მივიღებ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე საპატრიარქოს შუამდგომლობას ისე გაითვალისწინებს, როგორც სხვა შუამდგომლობების შემთხვევაში ხდება. გადაწყვეტილებას კი, ყველა გარემოების გათვალისწინებით მიიღებს.

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა საქარველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალ ხედვასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

„მე როგორც ვერ მოგცემთ არგუმენტებს, რაზედაც დავაფუძნებ შემდეგ გადაწყვეტილებებს, ასევე წინასწარ არასწორი იქნება, რომელიმე საქმეზე გითხრათ კი ან არა. გავითვალისწინებ ამ შუამდგომლობას, როგორც ვითვალისწინებ სხვადასხვა კუთხიდან მოსულ შუამდგომლობებს. ეს არის ერთ-ერთი გარემოება, არა ერთადერთი, ამიტომ გადაწყვეტილება, რომელსაც მივიღებ, იქნება მიღებული ყველა გარემოებიდან გამომდინარე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

banner
წინა სტატიაშისაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი შეწყალებაზე-ძნელია ისტორია დააბრუნო უკან. მორატორუმი იმიტომ, რომ ამან გამოიწვია ძალიან დიდი აჟიოტაჟი საზოგადოებაში