სალომე ზურაბიშვილი: დე ფაქტო მთავრობა აფხაზეთში დღეს ატარებს არალეგიტიმურ „საპრეზიდენტო არჩევნებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 25, 2019 19:44

სალომე ზურაბიშვილი: დე ფაქტო მთავრობა აფხაზეთში დღეს ატარებს არალეგიტიმურ „საპრეზიდენტო არჩევნებს

საქართველოს პრეზიდენტი ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნებს გმობს. განცხადება სალომე ზურაბიშვილმა „ტვიტერით“ გაავრცელა.

„დე ფაქტო მთავრობა აფხაზეთში დღეს ატარებს არალეგიტიმურ „საპრეზიდენტო არჩევნებს“. საქართველო გმობს ამ ფიქტიურ პროცესს, როგორც ჩვენი ეროვნული სუვერენიტეტის კიდევ ერთ შელახვას“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები დღეს იმართება. როგორც საოკუპაციო რეჟიმი იუწყება, „პრეზიდენტობისთვის ცხრა კანდიდატი იბრძვის და მათ შორისაა მოქმედი პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა“. რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონში მოწყობილია „35 საარჩევნო ოლქი და 152 უბანი“.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 25, 2019 19:44

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


23,397
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics