სალომე ზურაბიშვილი – დავუტოვოთ სხვებს უპირატესობა, რომ ხმამაღლა ილანძღონ და ჭამონ ბევრი წიწაკა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 18, 2018 17:57

სალომე ზურაბიშვილი – დავუტოვოთ სხვებს უპირატესობა, რომ ხმამაღლა ილანძღონ და ჭამონ ბევრი წიწაკა

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ამომრჩეველს დღეს საჩხერეში შეხვდა.

ზურაბიშვილი საჩხერეში რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ პაატა კვიჟინაძესთან და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა ოდიშარიასთან ერთად ჩავიდა.

საჩხერის კულტურის სახლში შეკრებილ ამომრჩეველს ზურაბიშვილმა საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო.

„მჭირდება თქვენი მხარდაჭერა. მიმდინარეობს აგრესიისა და შეურაცხყოფის კამპანია. ეს არ არის უჩვეულო ჩემთვის, რადგან ბოლო 16 წლია, რაც ქართულ პოლიტიკაში ვარ. ვფიქრობდი, მოვა დრო, როცა გადავალთ სხვა ტიპის რეალობაში, რადგან ვლაპარაკობთ ევროპაში შესვლაზე. სხვა ბევრი კუთხით ვართ ევროპაში, თუმცა პოლიტიკით ვერ გავხდით ევროპელები. მიმდინარეობს შანტაჟი, შეურაცხყოფა, მოსმენა-დასმენა. ალბათ ფიქრობენ, რომ რადგან ქალია, აქ არ ჰყავს ოჯახი, შეიძლება მისი გატეხვა, მაგრამ ეს ასე არ არის. ვინც უფრო დინჯადაა, უფრო შორს მიდის. ამიტომ დავუტოვოთ სხვებს უპირატესობა, რომ ხმამაღლა ილანძღონ და ჭამონ ბევრი წიწაკა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა საჩხერე ამომრჩევლეთან შეხვედრაზე.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 18, 2018 17:57