შაბათის ტრადიციულ მსვლელობას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი შეუერთდა. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მისთვის არ არის საინტერესო, რას აჩვენებს საზოგდოებას ივანიშვილის ხელისუფლება, მნიშნელოვანია, როგორ პასუხობს მას ხალხი.
ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ ახალ წელი ახალი შემართებით დაიწყო, რომელიც აუცილებლად გამარჯვებით დაგვირგვინდება.
“არ მაინტერესებს ივანიშვილის გუნდი რას გვაჩვენებს, მე მაინტერესებს აქ, ხალხი ამ რეჟიმის წარმომადგენლებს რას უჩვენებს. დღეს რასაც ვხედავთ, ეს არის ახალი წელი, ახალი შემართება, ცვლილებების წელი მოდის და მე ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული, რომ ეს ცვლილებები იქნება დასრულებული გამარჯვებით”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.















