სალომე ზურაბიშვილი – ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ ჩვენი პარტნიორების და თქვენს მხარდაჭერას ვაფასებთ

ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ ჩვენი პარტნიორების და თქვენს მხარდაჭერას ვაფასებთ, ბატონო გენერალურო მდივანო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო აფასებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩატარებულ ერთობლივ წვრთნებს, თავდაცვის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებას და ნატო-ს ხომალდების შემოსვლას.

„ჩვენ ვაფასებთ ჩვენი პარტნიორების და თქვენს მხარდაჭერას ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ, ბატონო გენერალურო მდივანო. უნდა ვუმადლოდეთ ამ თანამშრომლობას, თავდაცვის შესაძლებლობის გაძლიერებას, სტანდარტების და თავსებადობის შემუშავებისკენ პრაქტიკული ინსტრუმენტების გაძლირებას, რომელიც საჭიროა წევრობისათვის. საქართველო აფასებს საკუთარ ტერიტორიაზე ნატო-საქართველოს წვრთნების მნიშვნელობას. მიუხედავად შეზღუდვებისა და პანდემიისა, ჩვენ ვაფასებთ დასწრებას და ნატო-ს ხომალდების შესვლას ჩვენს პორტებში. კოლექტიურ უსაფრთხოებაში ჩვენ ჩვენს წილს ვიღებთ საკუთარ თავზე. ჩვენ, ვიდრე ოდესმე, მზად ვართ, გავაძლიეროთ ჩვენი შესაძლებლობები და მადლიერი ვარ ჩვენი ქვეყნის ნდობისთვის.

ახალი არსებითი პაკეტი გახლავთ დემონსტრაცია და კიდევ ერთი მაჩვენებელი ჩვენი თანამშრომლობის გაზრდისა და ის მორგებულია უსაფრთხოების გამოწვევებს. ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი. ჩვენ ვენდობით ნატო-ს მოხსენებას, საქრთველომ ანახა თავისი ერთგულება ინტეგრაციის მიღწევის თვალსაზრისით და ამ გზაზე საქართველო მედეგია, რათა მეტი სოლიდარობა და უფრო მეტი გამბედაობა ჰქონდეს ალიანსთან ურთიერთობაში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.