სალომე ზურაბიშვილი-ჩემთვის მიუღებელია საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილება მოსკოვის ცეესკაში გადასვლასთან დაკავშირებით

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა ქართველი კალათბურთელის, თორნიკე შენგელიას ესპანური „ბასკონია“-დან მოსკოვის ცეესკაში გადასვლის ფაქტს.

„ჩემთვის სამწუხარო და როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის მიუღებელია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილება მოსკოვის „ცსკაში“ გადასვლასთან დაკავშირებით,“ – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია მცირე ხნის წინ „ბასკონიას“-თან ერთად ესპანეთის „ლიგა ენდესა“-ს გამარჯვებული გახდა. დღეს, ესპანური კლუბი ოფიციალურად დაემშვიდობა ქართველ კაპიტანს და მალევე დადასტურდა ინფორმაცია შენგელიას მოსკოვის ცეესკა-ში გადასვლის შესახებ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი სესიაშვილი-არავის გაკვირვებია სააკაშვილის პოლიტიკური ბაქიბუქი
შემდეგი სტატიაკალათბურთის ეროვნული ფედერაცია თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცკსა-ში გადასვლას განცხადებით გამოეხმაურა