სალომე ზურაბიშვილი: ჩემი ფიქრები ფრანგ ხალხთანაა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მომხდარ თავდასხმას ეხმაურება.

„ჩემი ფიქრები ფრანგ ხალხთანაა. ვგმობ ამ სიძულვილით გამოწვეულ თავდასხმას. ვლოცულობ დაშავებულთა და დაღუპულთა ოჯახის წევრებისთვის“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, დღეს საფრანგეთის ქალაქ ნიცაში დანით შეიარაღებულმა პირმა სამი ადამიანი მოკლა და რამდენიმე დაჭრა.

მომხდარს საფრანგეთში ტერორისტული აქტად აფასებენ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: მე წმინდა გიორგი მიმაგრებს ზურგს
შემდეგი სტატიაალექსანდე მოწერელია ყოფილ პედაგოგებს და კლასელებს შეხვდა