სალომე ზურაბიშვილი : ჩემი მინისტრობის დროს აზერბაიჯანის მაშინდელ მინისტრთან შევთანხმდით, რომ რადგან საკითხი ეხებოდა არა მხოლოდ დავით გარეჯს, საკითხი პოლიტიკურად პრეზიდენტების გადასაწყვეტი იქნებოდა

admin
ავტ.: admin ოქტომბერი 5, 2020 13:35

სალომე ზურაბიშვილი : ჩემი მინისტრობის დროს აზერბაიჯანის მაშინდელ მინისტრთან შევთანხმდით, რომ რადგან საკითხი ეხებოდა არა მხოლოდ დავით გარეჯს, საკითხი პოლიტიკურად პრეზიდენტების გადასაწყვეტი იქნებოდა

როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი, აზერბაიჯანის მაშინდელ მინისტრთან შევთანხმდით, რომ რადგან საკითხი ეხებოდა არა მხოლოდ დავით გარეჯს, ეს იმდენად პოლიტიკური საკითხი იყო, რომ დასკვნა გადავეცით პრეზიდენტებს, რჩებოდა რამდენიმე შეუთანხმებელი მონაკვეთი და პოლიტიკურად მათი გადასაწყვეტი იქნებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

„მე ვიყავი ჩართული დავით გარეჯის მოლაპარაკებებში, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი. იმ დროს, მე და აზერბაიჯანის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი შევთანხმდით, კომისიის შეხვედრების შემდგომ და მაშინაც მოვითხოვეთ, შემდგარიყო კომისიები. როდესაც კომისიამ მოიტანა თავისი პირველი ანგარიში, სადაც საზღვრის რამდენიმე მონაკვეთი იყო შეუთანხმებელი, მაშინ შევთანხმდით, რომ რადგან ეს ეხებოდა დავით გარეჯს და არა მხოლოდ, წითელ ხიდს, ეს იყო იმდენად პოლიტიკური, რომ ეს საქმე ჩვენთვის იყო უკვე პრეზიდენტების დონე. კომისიის ეს დასკვნა გადავეცით პრეზიდენტებს, რომ რჩებოდა რამდენიმე შეუთანხმებელი მონაკვეთი და პოლიტიკურად მათი გადასაწყვეტი იქნებოდა.

ახალი მასალები არის აღმოჩენა იმ დეტალური რუკების, 1938 წლის, რომელიც არის ბოლო ადმინისტრაციული რუკა საბჭოთა კავშირის, რომლითაც ხელმძღვანელობენ ეს რესპუბლიკები, როცა თავთავიანთ საზღვრებს ადგენდნენ. ეს შეთანხმება არსებობდა აზერბაიჯანთან, რომ ჩვენ დელიმიტაციაზე ამ საზღვრებით ვიხელმძღვანელებთ, მაგრამ გამქრალი იყო ის დეტალური რუკა, სადაც ჩანს ის მონაკვეთები, რომელიც ჩვენთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა. მე დღეს არ გეტყვით დავით გარეჯის მონასტრების ნაწილი რომელ მხარეს არის მოყოლილი. ჩემი სათქმელი არ არის ეს, რადგან მეგობრული მოლაპარაკებები, რომელიც გრძელდება კომისიის ფარგლებში, აუცილებელია, ბოლომდე იყოს მიყვანილი. არასწორი იქნება, პრეზიდენტმა თავისი აზრი გამოთქვას იმაზე, რაც არის მოლაპარაკებების საკითხი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, რომ 20 აპრილს პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება – „სასწრაფოდ უნდა შევუდგეთ საზღვრის დადგენის საკითხს, რომელიც ვეღარ ითმენს“, ხომ არ ფრთხილობს ახლა პრეზიდენტი ამ საკითხზე საუბრისას, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „არაფერზე ფრთხილობს“.

„მე არ ვფრთხილობ არაფერზე, დავსვი ეს საკითხი, როცა შევხვდი აზერბაიჯანის პრეზიდენტს. მე ვიყავი საზღვარზე დავით გარეჯში, როგორც დავდივარ სხვა საზღვრებზე. არანაირი ინიციატივა არ იყო იქ. არ იყო კერძო ვიზიტი. ეს იყო არა ინიციატივა, თუმცა ვერავინ ვერ დამიშლის, რომ მივიდე საქართველოს რომელიმე საზღვარზე და ვნახო, რა მდგომარეობაა. ეს იყო ევროპანოსტრას ფარგლებში ოფიციალური, კულტურული ვიზიტი, რომელშიც აზერბაიჯანული მხარე მონაწილეობდა. ერთობლივად მივედით იქ, რომ გვენახა სწორედ ის ფრესკები და რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო ევროპანოსტრას დონეზე. ეს იყო ამ ვიზიტის მიზანი და არანაირი ინიციატივა, რაღაც თვითნებური“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

admin
ავტ.: admin ოქტომბერი 5, 2020 13:35