სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთის პრეზიდენტს შეხვდა

ჩეხეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრაღის სასახლეში მიიღო. ჩეხეთის პრეზიდენტს, პეტრ პაველს სურს, 14-15 დეკემბერს დაგეგმილი ევროპული საბჭოს სხდომამდე მხარდაჭერა გამოუცხადოს საქართველოს.

მათივე ინფორმაციით, დაგეგმილია ორი ქვეყნის ლიდერის ორმხრივი მოლაპარაკებები, სადაც განიხილება საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის გაწეული ძალისხმევა, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შედეგები და სიტუაცია სამხრეთ კავკასიაში.

როგორც ჩეხური მედია წერს, სალომე ზურაბიშვილი ასევე შეხვდება ჩეხეთის სენატის პრეზიდენტს და ჩეხეთის დეპუტატების პალატის სპიკერს.

banner
წინა სტატიაშიმარგველაშვილი: კომიკურია, მიმართვაში პრეზიდენტმა პრეზიდენტი არ ახსენოს და ყოფილი პრეზიდენტების ხელმოწერები პეტიციაზე არ იყოს
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე: ასეთი მკვლელობის დროს ხელისუფლება დუმს და დუმს იმიტომ, რომ ჩვენ გვყავს რუსული ხელისუფლება