სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ვიზიტს 28 იანვარს პრესკონფერენციაზე შეაჯამებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ვიზიტს 28 იანვარს პრესკონფერენციაზე შეაჯამებს. როგორც საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პრესკონფერენცია დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა „ტვ პირველის“ ჟურნალისტის ლევან ჩხაიძის დაღუპვის გამო, მისი გადადების გადაწყვეტილება მიიღეს.

„დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს პრეზიდენტის პრესკონფერენცია იყო დაანონსებული. 21-23 იანვარს გაიმართა სალომე ზურაბიშვილის პირველი სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში. შედგა უაღრესად მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი შეხვედრები, როგორც ევროკავშირის, ისე ნატო-ს უმაღლეს წარმომადგენლებთან. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი კოლეგა ლევან ჩხაიძე, ჩვენ მართებულად მივიჩნიეთ, ბრიფინგი გადაგვედო.

პრესკონფერენცია მედიისთვის გაიმართება ორშაბათს, 17:00 საათზე და მედიის წარმომადგენლებს ექნებათ საშუალება, მიიღონ პასუხი ყველა მათთვის საინტერესო კითხვაზე.

საქართველოს პრეზიდენტის სახელით, მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო ლევან ჩხაიძის ოჯახს, მის მეგობრებს, ჟურნალისტურ საზოგადოებას და მთელ საქართველოს“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ფონიჭალაში 3 ნარკორეალიზატორი დააკავა (+ვიდეო)
შემდეგი სტატია,,პარტიაში მიმდინარეობს ჯანსაღი პროცესი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დაანონსა”