სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ევროპული სტრუქტურების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში პირველი სამუშაო ვიზიტით იმყოფება. სალომე ზურაბიშვილი ევროპული სტრუქტურების წარმომადგენლებთან შეხვედრებს დღეს დაიწყებს.

როგორც პირველი არხის კორესპონდენტი იუწყება, საქართველოს პრეზიდენტი დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია ერთობლივი განცხადებები.

სალომე ზურაბიშვილი შეხვედრას გამართავს ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთანაც. შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია ერთობლივი ბრიფინგი.

დღესვე დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ევროპარლამენტში.

ბრიუსელში პირველი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, უახლოესი დღეების განმავლობაში სალომე ზურაბიშვილს ასევე დაგეგმილი აქვს შეხვედრები ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან და ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან. ევროპარლამენტის პრეზიდენტ ანტონიო ტაიანისთან, ევროპის კავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ფედერიკა მოგერინისთან და ევროკომისართან მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში, დიმიტრის ავრამოპულოსთან.

საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელს გუშინ ეწვია. მაღალი რანგის შეხვედრებამდე, სალომე ზურაბიშვილი ქართველ სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრა ასევე გაიმართა ქართულ დიასპორასთან.

banner
წინა სტატიაშიდღეს აშშ-ში მარტინ ლუთერ კინგის ხსოვნას პატივი მიაგეს
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე დავოსში ვიზიტს იწყებს