სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს.

როგორც პრეზიდენტმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მმართველი პარტიის ლიდერი საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულია და არსებულ კითხვებს პასუხები უნდა გასცეს.

“თუ მე პირადად არ შემხვდება, დებატებში მოვიდეს. დებატებზე მოვიდეს. რადგან მიიჩნევს თავის თავს და ითვლება, რომ ის არის მთავარი მმართველი, სახელმწიფოს პირველი პირი მე ვარ, მაშინ გავარჩიოთ დებატებზე რაღაცები და მე ვკითხავ, არა ჩემი მხრიდან, მე აღარაფერი არ მაინტერესებს, ფაქტებს ვუყურებ და ვხედავ საითკენ მიდის ქვეყანა, მაგრამ საზოგადოებისთვის ვალდებულია ახსნას ზოგიერთი პოზიცია.

რატომ გაუშვა ორჯერ პრემიერი, რომელიც კორუმპირებული იყო და მერე დააბრუნა. მერე იბარებს და ნიშნავს ყველაზე არაპოპულარულ პრემიერს. რას ერჩის ამ ქვეყანას, ხომ უნდა გვითხრას, არჩევნებამდე მაინც. ასე რომ ერთი კარგი დებატი გველოდება”, – თქვა ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშივიტალი გუგუჩიას ორი მუხლით უყენებენ ბრალს – ძალადობა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლა
შემდეგი სტატია“ყველაფერი შეჩერებულია არჩევნებამდე – ნების გამოხატვის შემდეგ ყველაფრის აღდგენა შესაძლებელი იქნება”-პრეზიდენტი საერთაშორისო დაფინანსებების შეჩერებაზე