სალომე ზურაბიშვილი – ბევრი რამ რაც გაკეთდა, არ იქნა მიტანილი ხალხამდე

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლების ყველაზე დიდ ხარვეზად გასული 6 წლის განმავლობაში საზოგადოებასთან სათანადო დიალოგის არ ქონას ასახელებს.

როგორც ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბევრი რამ რაც გაკეთდა, არ იქნა მიტანილი ხალხამდე.

“ყველაზე დიდ ხარვეზად მე მიმაჩნია ის, რომ საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის დიალოგი არ იყო იმ დონეზე. ბევრი რამ, რაც გაკეთდა, არ იყო მიტანილი საზოგადოებამდე. ბევრი პრობლემა, რაც საზოგადოებაშია, არ იქნა მოტანილი ხელისუფლებამდე. ამ დიალოგის აღდგენა არის ერთ-ერთი ის ფუნქცია, რომელიც პრეზიდენტისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. პრეზიდენტი უნდა იყოს მედიატორი, რომელიც საზოგადოების მხარეს იქნება და საზოგადოებას მისცემს საშუალებას მისი ხმა გაგონილი იყოს”,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაში„საქართველოს ბანკი“ – „ომეგა ჯგუფს“ ბანკის მიმართ აქვს დავალიანება, რომელიც ჯამურად 84 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს
შემდეგი სტატია,,დღევანდელი ხელისუფლება მთლიანად დასცილდა სახელმწიფოებრივ ინტერესებს, ხალხის ინტერესებს”