“აქტივისტი ნიკა ნარსია პირდაპირ აეროპორტში დააკავეს – გზების გადაკეტვის გამო დაკისრებული “ჯარიმებისთვის”. მისი ერთადერთი დანაშაული ისაა, რომ უარი თქვა თავის დახრაზე.
ავტორიტარული რეჟიმები ყოველთვის ამხელენ საკუთარ შიშს, როცა თავისუფალ მოქალაქეებს სჯიან.” – წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ნიკა ნარსიას დაკავების შესახებ.
აქტივისტი ნიკა ნარსია დღეს აეროპორტში დააკავეს. მას გზის გადაკეტვის ბრალდებით მიღებული ჯარიმების გამო, 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს შეფარდებული

















