სალომე ზურაბიშვილი – ავღანეთში წავალ, მთავარსარდალი უნდა ჩავიდეს იქ, სადაც ამ ქვეყნის ჯარისკაცები არიან

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ პირველს, რასაც გააკეთებს, ავღანეთში ჩასვლა იქნება. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ქარელის რაიონის სოფელ ატოცში განაცხადა.

„მე დღეს მინდა, გელაპარაკოთ ჩემს გეგმებზე, როგორი იქნება საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც არ აყვება პროვოკაციებს, აღარ დაკარგავს ტერიტორიებს, გააძლიერებს ჩვენს საზღვრებს და მოსახლეობის უსაფრთხოებას. წავალ ავღანეთში, მთავარსარდალი უნდა ჩავიდეს იქ, სადაც ამ ქვეყნის ჯარისკაცები არიან“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაში„ყველა მინისტრს, მათ შორის ბატონ გახარიას აქვს სრული უფლება, რომ ის იყო საარჩევნო პროცესში ჩართული”
შემდეგი სტატიანათია მეზვრიშვილი: მზად ვართ პარლამენტში ოპოზიციისთვის სასურველ დროს გამოვცხადდეთ