სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ნენსი პელოსის შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტო სალომე ზურაბიშვილი, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ნენსი პელოსის შეხვდა.

ნენსი პელოსიმ სალომე ზურაბიშვილს კაპიტოლიუმის შენობაში უმასპინძლა.

შეხვედრის ამსახველ ფოტო და ვიდეომასალას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. სალომე ზურაბიშვილი მიწვეულია ვაშინგტონში, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტისადმი გამოსამშიდობელ ცერემონიას დაესწრო.

banner
წინა სტატიაშიპროვოკაციას, რომელიც უკრაინას რუსეთის ობიექტებზე დარტყმისკენ უბიძგებს, რუსეთისგან მკაცრი პასუხი მოჰყვება – ზახაროვა
შემდეგი სტატიამაკა ბოჭორიშვილი საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა