“სალომე ზურაბიშვილი არის ულვაშებგაპარსული სერგო ორჯონიკიძე” – ალეკო ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილი პოლიტპატიმრებს მიმართავს

“სალომე ზურაბიშვილი არის ულვაშებგაპარსული სერგო ორჯონიკიძე” – ეს განცხადება, თბილისის საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა გააკეთა.

საკრებულოს ყოფილი წევრი, ალეკო ელისაშვილი სურვილის მიუხედავად საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. როგორც ელისაშვილი აცხადებს კანდიდატად ფინანსების არარსებობის გამო ვერ დარეგისტრირდა.

ელისაშვილის თქმით, “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი საქართველოში რუსეთის ინტერესებს ატარებს და მისი პრეზიდენტად არჩევა ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია.

“დიდი გაშმაგებით დავუპირისპირდებოდი „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ და წარმოდგენილ სამარცხვინო კანდიდატს.

სალომე ზურაბიშვილი არის ულვაშებგაპარსული სერგო ორჯონიკიძე და ორჯონიკიძე თუ შულავერის კომიტეტიდან შემოვიდა, ეს ულვაშებგაპარსულისერგო ორჯონიკიძე აგერ ერეკლეს მოედნიდან აპირებს საქართველოს რუსეთიზაციას, ამდენად ძალიან მიუღებელია ჩემთვის“-ამბობს ელისაშვილი.

banner
წინა სტატიაშითბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე ორი პირი დაჭრეს
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე პუტინის მიერ მხარდაჭერილ ევრაზიულ ქალთა ფორუმს დაესწრო