“სალომე ზურაბიშვილი არის სამარცხვინო ქალი, რომელიც არ აქცევს ყურადღებას თუ რა შედეგი მოყვება მის ქმედებებს” – ირმა ნადირაშვილი

“ევროპული საქართველოს” წევრი ირმა ნადირაშვილი პრეზიდენტს ოთხმეზურის მკვლელის შეწყალების გამო აკრიტიკებს.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი არის სამარცხინო ქალი, რომელიც არ აქცევს ყურადღებას თუ რა შედეგი მოყვება მის ქვედებებს.

“ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პრეზიდენტი იქცევა უპასუხისმგებლოდ, როდესაც მან შეიწყალა პოლიციელი მკვლელი შემდეგ თქვა, რომ არ არის ვალდებული ვინმეს რამე აუხსნას სწორედ ეს არის პრობლემა, რომ სალომე ზურაბიშვილი არ თვლის ამომრჩევლის წინაშე თავს ვალდებულად. ის თვლის ერთადერთი ადამიანის წინაშე თავს ვალდებულად ეს ივანიშვილია და მის მიმართ არის ლოიალური და ასრულებს იმ ვალდებულებას რაც მოდის მთავრობისგან. შესაბამისად ეს არის სამარცხვინო ქალი, რომელიც საერთოდ არაფერს არ აქცევს ყურადღებას თუ რა შედეგი მოყვება მის ქვემედებას” – აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიNDI-ის გამოკითხულთა 63%-ის აზრით, საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა “ცუდია” – მოსახლეობა პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს
შემდეგი სტატიაკონსტანტინე შანავას დამაჯერებელი პირველობით დასრულდა თურქეთის ქალაქ ენეზში გამართული ‘Enez District 3th International Open Chess Tournament’!