სალომე ზურაბიშვილი : არავითარი დაბრკოლება არ არსებობს იმისთვის, რომ ევროპული საგანმანათლებლო სისტემისა და კულტურული სივრცის სრულყოფილი წევრები ვიყოთ

ჩვენ უნდა გვქონდეს შესაძლებლობა, სრული მონაწილეობა მივიღოთ იმ პროგრამებში, რომლებიც კულტურასა და განათლების განვითარებას ეხება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენი ლოზუნგია მეტი საქართველო ევროპაში და მეტი ევროპა საქართველოში. ამ მხრივ ჩვენ რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ: ადამიანური კავშირების გაძლიერება, საქართველოს უნდა ჰქონდეს საშუალება, გაცილებით მეტად იყოს ჩართული ევროპოლიტიკაში, რათა დავანახოთ ჩვენს მოსახლეობას ამ ურთიერთობის ხელშესახები შედეგები. ჩვენ უნდა გვქონდეს შესაძლებლობა, სრული მონაწილეობა მივიღოთ იმ პროგრამებში, რომლებიც კულტურასა და განათლების განვითარებას ეხება. არავითარი დაბრკოლება არ არსებობს იმისთვის, რომ ვიყოთ სრული წევრები ევროპული საგანმანათლებლო სისტემის, ისევე როგორც კულტურული სივრცის. ერასმუსის პროგრამა გახლავთ საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც გვეხმარება ამგვარი კავშირების გაძლიერებაში. ფაქტობრივად ვიბრძვით, რათა ევროპული ხარისხი დავამკვიდროთ ჩვენს პროფესიულ-ტექნიკურ განათლებაში. 2022 წელს, როდესაც „ევროპალიას“ ფესტივალს ვუმასპინძლებთ, გვინდა, საქართველო უკვე იყოს ევროპული კულტურული სივრცის სრულუფლებიანი წევრი. ეს იქნება საკმაოდ ხელშესახები სიგნალი ყველასათვის. რომელი ქართული ქალაქი გახდება სამომავლოდ ევროპული დედაქალაქი სხვადასხვა კულტურული ღონისძიების კუთხით და ეს გახლავთ ევროპასთან საქართველოს სიახლოვის სრულიად ხელშესახები, დამამტკიცებელი საბუთი. რასაკვირველია, ეს აგრეთვე მნიშვნელოვანია ჩვენი ევროპელი პარტნიორებისათვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმარგოტ ვალსტრომი : აღმოსავლეთ პარტნიორობა არ არსებობს ვაკუუმში, არამედ ის იცვლება იმის მიხედვით, რა შიდა პრობლემებია ევროკავშირში
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე : მავთულხლართებით გაყოფილი საზოგადოებისა და ოჯახების გაერთიანება ჩვენი საერთო ევროპული მიზანია