სალომე ზურაბიშვილი – არაევროპული საარჩევნო გარემოა, არაევროპულად იქცევიან ჩემი ოპონენტები

შეხვედრის მონაწილეებს ავუხსენი, თუ რამდენად არაევროპული საარჩევნო გარემოა, როგორ არაევროპულად იქცევიან ჩემი ოპონენტები, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, შეხვედრის მონაწილეებთან საპრეზიდენტო არჩევნების გარემოზე ისაუბრა.

„ყველაფერი ავუხსენი, თუ რამდენად არაევროპული საარჩევნო გარემოა, თუ როგორ არაევროპულად იქცევიან ჩემი ოპონენტები, თუმცა ბევრს საუბრობენ ევროპაზე და თავიანთ დასახელებაშიც ევროპა ფიგურირებს.

ჯერ კიდევ ვერ გაიგეს, თუ რას ნიშნავს ევროპული სტილის კამპანია. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ქვეყანა მაინც გადავა არა მხოლოდ ევროპული კამპანიების სტილზე, არამედ ევროპულ მენტალიტეტზე იმ კუთხით, რომ ამდენი აგრესიითა სიძულვილით საქმე არ კეთდება ქვეყანაში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი „ომეგა ჯგუფზე“ – „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ იმ კომპანიის ხელმძღვანელი გამოდის, რომელიც მიწაზე ახოხიალა „ნაცმოძრაობამ“
შემდეგი სტატიაპროკურორი – საქმის მასალების მიხედვით, არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ბრალდებულები იმყოფებიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე და არ გადმოდიან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე