სალომე ზურაბიშვილი – არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს არის დემონსტრირება „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“, უფრო პუტინის რუსეთის შემდეგ მყოფ აშშ-ს წააგავს

არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს არის დემონსტრირება „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“, უფრო პუტინის რუსეთის შემდეგ მყოფ აშშ-ს წააგავს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ზურაბიშვილი ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას.

„არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს არის დემონსტრირება „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“. უფრო წააგავს პუტინის რუსეთის შემდეგ მყოფ ამერიკას, იმ დროს, როდესაც, ყველას სჭირდება ძლიერი ამერიკა, ძლიერ ევროპასთან ერთად. როგორც ჩანს, ამ უკანასკნელის გამოჩენას ვხედავთ ბოლოსდაბოლოს“, – წერს ზურაბიშვილი.

banner
წინა სტატიაშიურსულა ფონ დერ ლაიენი – არასდროს იქნებით მარტო, ძვირფასო პრეზიდენტო ზელენსკი, ჩვენ გავაგრძელებთ თქვენთან მუშაობას სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის
შემდეგი სტატიაკითხვაზე – უნდა მოუხადოს თუ არა ბოდიში ტრამპს, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ არ არის დარწმუნებული, რამე ცუდი ჩაიდინა