სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა, იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმები მოაგროვოს – ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი უშვებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა, პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის შესაძლო ხმები მოაგროვოს.

აღნიშნულის შესახებ ალეკო ელისაშვილმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„შეხვედრაზე ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ პრეზიდენტის მოსალოდნელ იმპიჩმენტთან დაკავშირებით. თავად პრეზიდენტი ამას არ გამორიცხავს და სავსებით რეალურად მიიჩნევს, რომ შეიძლება, ეს მოხდეს. „ქართული ოცნება“ მართალია, თავს იკატუნებს, 100 ხმა არ გვაქვსო და გამორიცხავს ამას, მაგრამ დარწმუნებული ვარ და პრეზიდენტიც დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ ძალიან ენერგიულად მუშაობს, რომ 100 ხმა ჰქონდეთ და არ გამორიცხავს, ძალიან ჩვეულებრივად უყურებს იმას, რომ პრეზიდენტი გადააყენონ. შემდეგ რა უნდა გააკეთოს, პრეზიდენტს ამაზეც აშკარად ნაფიქრი აქვს და ეს სასიამოვნო მოსასმენი იყო. საკმაოდ მწყობრი ხედვა აქვს.

სალომე ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებას“ ჩემზე კარგად იცნობს და სიმართლე გითხრათ, მეც ყური მომჭრა „ქართული ოცნების“ თავის მოკატუნებამ, რომ არ ვაპირებთ კონსულტაციებსო. ზუსტად ეგ ნიშნავს, რომ გაშმაგებით მუშაობენ ამისთვის. პრეზიდენტი უშვებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეიძლება, იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმები მიიღოს“, – განაცხადა ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპოლიტიკოსებს გულს გვიკლავთ განზრახ, გინდათ დაგვამციროთ, დაგვაბეჩავოთ ხალხის თვალში – ოდიშარია ჟურნალისტებს
შემდეგი სტატიასათქმელი არაფერია, თუ თავად სომხეთმა აღიარა, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილია – პუტინი