საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი “ოცნების” მიერ საგრანტო დაფინანსების მოდელის გაუქმებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება მათ ყველას შეეხება.
არ დაიჯეროთ, რომ თქვენი დღევანდელი პრივილეგირებული პოზიციები თქვენს შვილებს ხვალ დაიცავს – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ყველას ეხება რეჟიმის პოლიტიკა, ყველას ავიწროებს და ყველას შესაძლებლობების გზას უკეტავს… არ დაიჯეროთ, რომ თქვენ შვილებს თქვენი დღევანდელი პრივილეგირებული პოზიციები ხვალ დაიცავს. ისინიც ისწავლიან ერთი სამინისტროს მიერ შექმნილ კომისიის შედგენილ სახელმძღვანელოთი, იმათაც შეეზღუდებათ საზღვარგარეთ უმაღლესში სწავლა (რუსეთი თუ არ არის მათი იდეალი) … ქვეყნის იზოლაციაში მოქცევა ყველას ბედზე აისახება!”- წერს სალომე ზურაბიშვილი.
“ოცნება” საგრანტო დაფინანსების მოდელს აუქმებს – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ რუსთავი ორის ეთერში განაცხადა
მიქანაძის თქმით, 2026 წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ სტუდენტებს სწავლის საფასურს სრულად სახელმწიფო დაუფინანსებს, რაც შეეხება კერძო უნივერსიტეტებს, 2026 წლიდან ჩარიცხულ სტუდენტებზე სახელმწიფო დაფინანსება არ გაიცემა.


















