“უკვე დაკარგულია ქართული ზრდილობა, ქართული წესები, ქართული ღირსება და ოფიციალური საქართველო უკვე მხოლოდ ლანძღვით, ბოღმით და მუქარით ელაპარაკება თავის საზოგადოებას. ეს არის ჩვენი დღევანდელი ქვეყანა, სადაც რეალურად სუფევს კრიმინალური, მაფიოზური წესები გარიგების, დაშინების, არცერთი მოქალაქე დაცული აღარ არის, სამართალი აღარსად არ მოიპოვება და ამ ქვეყანაში ვინმეს თუ სჯერა, რომ შეიძლება ჩატარდეს ადგილობრივი არჩევნები, ეს არის დიდი მითი.
არ არსებობს არჩევნები, არსებობს მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების თემა, რომელიც არის შემოგდებული თემა სწორედ ქართული ოცნების მიერ, რისთვის? იმისთვის და შედეგიც მიღწეულია, რომ დააპირისპიროს ოპოზიცია, გახლიჩოს ოპოზიცია, დააპირისპიროს ორი მხარე, მომხრეები და მოწინააღმდეგეები – არ არსებული არჩევნების გამო. ჩვენ ვართ რაღაც აბსურდულ თეატრში და ყველა თამაშობს თავის როლს იმ დონეზე, რომ ახლა მიდის ორ მხარეს შორის ლანძღვა, გინება, ბულინგი და ა.შ.
რეალურად, მე ვარ დარწმუნებული, რომ არ ჩატარდება ეს არჩევნები. ბოლომდე არ მივალთ და არ მიიყვანს ეს ხელისუფლება ბოლომდე ამ არჩევნების მითს“, – ამბობს ის.
















