სალომე ზურაბიშვილი ხვალ იურისტებისა და ადვოკატების იმ ჯგუფს შეხვდება, რომელიც გასული წლის დეკემბერში საპროტესტო აქციაზე დაკავებული და სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლი მოქალაქეების უფასო იურიდიული დახმარების გაწევის მიზნით ჩამოყალიბდა.
ახლა ქართველი ადვოკატები ანგარიშს აბარებენ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს.
“ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელ ადვოკატთა ჯგუფი მუშაობს არაერთ საქმეზე, მათ შორის ადმინისტრაციული, სისხლის სამართლის და ევროპული სამართლის მიმართულებით. შესაბამისად, დღეს იქნება შეჯამება, ასევე კონკრეტული ქეისების განხილვა. შეხვედრას დაესწრებიან, როგორც სინდისის პატიმრებსი ოჯახსი წევრები, ასევე მოქალაქეები”, – ამბობს ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი.
შეხვედრაზე, რომელიც “მართლმსაჯულების სახლის“ ორგანიზებით იმართება, იმყოფებიან სინდისის პატიმრების მშობლებიც.
ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეს შეხვედრა. ეს არის შეჯამება, როგორ ვითარდება სინდისის პატიმრებსი საქმეები, როგორაა ის სამართლებრივად გამართული, არაგამართული. სად არის დაშვებული შეცდემები. ჩვენ მადლიერებას გამოვხატავთ ,,მართლმსაჯულების სახლის“ მიმართ და იმისთვის, რომ პრეზენტაციაზე მოგვიწივეს”, -ამბობს გიორგი ჩიკვაიძის დედა.
შეგახსენებთ, რომ იურისტებისა და ადვოკატების ჯგუფი, რომელსაც კოორდინაციას არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მართლმსაჯულების სახლი“ უწევდა, 1 წლის წინ ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა წარადგინა.
















