კახა მიქაია: პოლიტიკური პროცესის ლიდერი-ზურაბიშვილის წვლილი ქართული საზოგადოების გამოფხიზლებაში და საზოგადოებისთვის სწორი მიმართულების მიცემაში არის მართლა შეუფასებელი

“სალომე ზურაბიშვილის წვლილი ქართული საზოგადოების გამოფხიზლებაში და საზოგადოებისთვის სწორი მიმართულების მიცემაში არის მართლა შეუფასებელი.
სალომე ზურაბიშვილს სულისკვეთებამ, მისმა ქართულმა-ევროპულმა ორიენტაციამ, მოთმინების უნარმა და, რაც მთავარია,ბრძოლისუნარიანობამ. (ამას ხაზგასმით ვამბობ), ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი აქცია პოლიტიკური პროცესის ლიდერად!
მან პროცესი წიყვანა ზუსტად ისე, როგორც უნდა წაეყვანა და მან შექმნა შესაძლებლობა, რომ ივანიშვილის მიერ შექმნილი ხელოვნური ბარიერები საბოლოოდ გადავლახოთ.
რაც შეეხება ქარტიას, აბსოლუტურად ვეთანხმები ქარტიის სულისკვეთებას და ცოტა ღიმილის მომგვრელად მიმაჩნია პარტიების მხრიდან საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა წარადგინოს პრეზიდენტმა ტექნიკური მთავრობა, არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ.
გასაგებია პოლიტიკური პარტიების მიზნები, მათი ამბიციები, თუმცა, დღეს ამის გამო სალომე ზურაბიშვილთან დაპირისპირება და ამით პოლიტიკური პროცესის დაზიანება, ჩემთვის ყოვლად მიუღებელია.
ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, მე ვეთანხმები ქ.ნ სალომეს აზრს, საზოგადოების აზრს, რომ 31 მარტის რეფერენდუმის ტოლფასია 26 ოქტომბრის არჩევნები. ჩვენ მაშინ ხმა მივეცით საქართველოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას და რა სავალალოა, რომ თითქმის 35 წლის შემდეგ ისევ გვიხდება ამისთვის ბრძოლა,-ამის შესახებ “თაიმერთან” ინტერვიუში განაცხადა კახა მიქაიამ.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი: თავად ნატოს ატომური ქოლგის ქვეშ მყოფი, საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას რომ მოითხოვ, ესაა ევროპა?
შემდეგი სტატიაკახა მიქაია:მთავარი უნდა იყოს არა ის, რას იეშმაკებს და კიდევ როგორ ,,ტრიუკს” შემოგვთავაზებს ბიძინა, არამედ, როგორ ვიქნებით იმ იდეის ერთგული, რომლის რეალიზებასაც შეეწირა ჟიული შარტავა!