“მინდა, დავგმო, რომ დღეს რუსეთი დგამს აჩქარებულ ნაბიჯებს ანექსიის მიმართულებით, როცა ითხოვს საქართველოსგან, რომ დათანხმდეს დელიმიტაციაზე, რაც არის წარმოუდგენელი და რაც პრინციპში უგულებელყოფს მთელ ლოგიკას საქართველოს მთავრობის ვითომდა დათმობებით შეიძლება რომ შეაცვლევინო რუსეთს მისი პოლიტიკა. შეაცლევინო კი არა, ააჩქარებ ამით და ეს ჩანს ყოველდღიურად. ის, რაც ხდება ოკუპირებულ აფხაზეთში, იქაც არის მცდელობა, რომ რუსული კანონი გაატარონ და რასაც სამოქალაქო საზოგადოება წინ აღუდგა და მინდა, მათ სოლიდარობა გამოვუცხადო,-ამბობს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.