24.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 20, 2026
banner

სალომე ზურაბიშვილი ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის მიმართ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება

დღეს მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი, პირველ რიგში, თავის თავს გამოუტანა – ასევე, ეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის განაჩენია,- ასე შეაფასა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მსჯავრდებულების, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი.

ზურაბიშვილი როგორც სასამართლო პროცესის მიმდინარეობას, ასევე, განაჩენის გამოცხადებას ესწრებოდა.

„ისტორიაში შევიდა, შეიძლება ითქვას, განაჩენი გამოუტანა ამ რეჟიმს, რადგან ამის მერე აღარაფერი აკლია ამ რეჟიმს, რომ იყოს სრულყოფილი დიქტატურა, სადაც სასამართლო არ არსებობს. ყველამ ვიცით, რომ აქ არც ერთი ნიშანი დანაშაულის არ იყო, იყო გამოხატულება თავისუფლების, თავისუფალი აზრის. მათ არაფერი საერთო ერთმანეთში არ ჰქონიათ გარდა იმისა, რაც ციხეში გაუჩნდათ. ამიტომ არანაირი საფუძველი არაფრის არ იყო, ეს განაჩენი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ტოტალური განაჩენია“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, მსჯავრდებულები, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე და კიდევ 9 პირი თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და პირველი ინსტანციის განაჩენი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა უცვლელად დატოვა.

banner
წინა სტატიაშილევან ხაბეიშვილი: ხალხი ითხოვს არჩევნებს, მაგრამ მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორი იქნება ეს არჩევნები
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია: როდესაც კრიზისი შექმნილია რაიმე საერთაშორისო ფაქტორების გამო, ყველა პასუხისმგებლიანი რეჟიმი დგამს ექსტრაორდინარულ ნაბიჯებს