სალომე ზურაბიშვილი ანა დოლიძეს – როცა ახსენებთ, რომ კონსტიტუციას მხარი მხოლოდ ერთმა პარტიამ დაუჭირა, ეს ჩემი ამომრჩევლისთვის შეურაცხმყოფელია

სალომე ზურაბიშვილი - არა მგონია, ევროკავშირში მომავალ კვირას ჩვენთვის ეცალოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიზალიბერალიზაციას არ მივიღებთ

როცა ახსენებთ, რომ კონსტიტუციურ პროექტს მხარი მხოლოდ ერთმა პარტიამ დაუჭირა, გავიწყდებათ, რომ ასევე არსებობენ დამოუკიდებელი დეპუტატები და ეს შეფასება ჩემი ამომრჩევლისთვის საკმაოდ შეურაცხმყოფელია, – მიმართა დამოუკიდებელმა მაჟორიტარმა დეპუტატმა, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან ანა დილიძეს პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე,.

ზურაბიშვილის თქმით, მას კითხვა აქვს, რაზეც პასუხი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვერ მიიღო.

„თქვენ ახსენეთ, რომ საზოგადოებას უნდა, თავისი პრეზიდენტი აირჩიოს დ ამას რეიტინგები ადასტურებს. ამაში გეთანხმებით, რადგან მეც მათ შორის ვარ, ვინც პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების მომხრეა, მაგრამ რომელი იურიდიული, პოლიტიკური, მორალური ლოგიკით შეიძლება საზოგადოებას უნდოდეს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა და არ უნდოდეს, თავისი დეპუტატის პირდაპირი არჩევა? – საზოგადოებას რომ ჰკითხოთ, მათი სურვილია, თავის დეპუტატთან ახლოს იყოს და უნდა გრძნობდეს, რომ მაჟორიტარი დეპუტატი ამომრჩევლის მიმართ ანგარიშვალდებულია. ეს ყველაფერი საქართველოს საზოგადოების მოთხოვნას წარმოადგენს, მაგრამ თქვენ პოლიტიკურად მხარს ერთს უჭერთ და მეორეს – არა“, – მიმართა დოლიძეს ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“მერამდენედ ხდება პარტიის წარმომადგენელის მიერ დაწერილი სცენარებით სიუჟეტების მომზადება” – თამარ ჟვანია
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია – უმრავლესობაში აქვთ მეექვსე – კლდეკარის ფრაქცია, რომლის ლიპარიტ ბაღვაში არის კახა ოქრიაშვილი, რომელიც არ დამარცხებულა