სალომე ზურაბიშვილი – ამ ძალმომრეობის მიუხედავად, ქვეყანაში გაყალბებული არჩევნების შემდეგ, იქნება ახალი არჩევნები

ყოვლად მიუღებელია ის, რაც ახლა რუსთაველის გამზირზე ხდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

როგორც პრეზიდენტი განმარტავს, ძალმომრეობის მიუხედავად, ქვეყანაში გაყალბებული არჩევნების შემდეგ, იქნება ახალი არჩევნები

“ყოვლად მიუღებელია ის, რაც ახლა რუსთაველის გამზირზე ხდება მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა, დევნა, დაკავება, დაკავებულების მიმართ სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორება, მედიაზე მიზანმიმართული თავდასხმები. ამ ძალმომრეობის მიუხედავად, ქვეყანაში გაყალბებული არჩევნების შემდეგ, იქნება ახალი არჩევნები!- წერს პრეზიდენტი.

banner
წინა სტატიაშისაია – შსს კვლავ დემონსტრაციული ძალადობით ცდილობს ლეგიტიმური პროტესტის ჩახშობას – წყლის ჭავლში სავარაუდოდ კვლავ ქიმიური ნივთიერებებია გარეული – წესების დარღვევითა და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გამოიყენეს რეზინის ტყვია
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – ის, რაც აქ ხდება, თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა – არ ვიცი, როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე, როდესაც რუსთაველზე ცემა-ტყეპით და ერთმანეთზე თავდასხმით უნდა გადავწყვიტოთ ქვეყნის მომავალი