სალომე ზურაბიშვილი – ალბათ იმიტომაც გადავრჩით, რომ გვაქვს საშუალება, ძალიან მძიმე პერიოდში, მაგალითად, ომში ვიმღეროთ

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 9, 2020 21:19

სალომე ზურაბიშვილი – ალბათ იმიტომაც გადავრჩით, რომ გვაქვს საშუალება, ძალიან მძიმე პერიოდში, მაგალითად, ომში ვიმღეროთ

“ვერც ერთი ქართველი ვერ იტყვის, რომ ქართველია, თუ არ მოუსმენია მრავალჟამიერისთვის, მეგრული ნანასთვის, გურული კრიმანჭულისთვის და საგალობლებისთვის, რაც გვაქვს და რითაც ვლოცულობთ”, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გურიაში ვიზიტისას განაცხადა.

ზურაბიშვილმა მომღერალი ანზორ ერქომაიშვილი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა, შემდეგ კი ცერემონიაზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა:

“ვერც ერთი ქართველი ვერ იტყვის, რომ ქართველია, თუ არ მოუსმენია მრავალჟამიერისთვის, მეგრული ნანასთვის, გურული კრიმანჭულისთვის დ ასე შემდეგ, ასევე საგალობლები, რაც გვაქვს და რითაც ვლოცულობთ. ჩვენ ვართ ის ერი, რომელიც მუდამ მღერის, ლხინსა და ჭირში. მღერის, როცა მუშაობს, მღერის ეკლესიაში და ეს არის მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. ამით ვართ ჩვენ, ალბათ, ასეთი ძლიერი. ალბათ, ამიტომაც გადავრჩით, რომ გვაქვს საშუალება, თუნდაც ძალიან მძიმე პერიოდში, მაგალითად, ომში ვიმღეროთ. ვისაც, ასევე სვანური ზარი არ გაუგონია, მან არ იცის საქართველო. ეს არ არის ზოგადად საქართველოს ჯილდო, ეს არის პირადად თქვენთვის, თქვენი დამსახურეებისთვის. მე გადმომცეს თქვენი ბიოგრაფია, 11 გვერდი პატარა შრიფტით, იქ იმდენი რამ წერია, რომა ამას ნამდვილად ვერ გავიმეორებ, ჩემზე მეტად სხვებიც იტყვიან, დღესაც, ხვალაც“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

“გუშინ და გუშინწინ იყო მძიმე დღეები, გადავრჩით და კიდევ გადავრჩებით იმიტომ, რომ არსებობს ეს შინაგანი ძალა. ახლა ჩამოვედით იმ საფლავებიდან, რომელიც მაგალითია იმისა, რომ არსებობს ძნელი პერიოდები, რომელიც გაივლის. ჩვენ არ დავკარგავთ იმ ეროვნულ ენერგიას, რომელმაც მოგვიყვანა საუკუნეების მანძილზე. თქვენ ამის გამგრძელებელი ხართ, ეს არის ჩვენი ისტორია. მინდა გავიხსენო ყველა ის ლოტბარი, რომელიც მონაწილეობდა ამ დიდ ტრადიციაში. ეს ადამიანები ამ ჯილდოში არიან გაერთიანებულნი, ისინი ალბათ ზეიმობენ იქ, სადაც არის ზეციური საქართველო“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 9, 2020 21:19