,,სალომე ზურაბიშვილი ახსენებს ფრანგულ კანონს, ასეთი კანონი საქართველოში რომ ყოფილიყო, დღეს ის განსასჯელის სკამზე იქნებოდა”

region
ავტ.: region იანვარი 14, 2019 15:43

,,სალომე ზურაბიშვილი ახსენებს ფრანგულ კანონს, ასეთი კანონი საქართველოში რომ ყოფილიყო, დღეს ის განსასჯელის სკამზე იქნებოდა”

სალომე ზურაბიშვილი ახსენებს ფრანგულ კანონს, ასეთი კანონი საქართველოში რომ ყოფილიყო, დღეს ის განსასჯელის სკამზე იქნებოდა, – ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ცილისწამებასთან დაკავშირებით კანონში შესაძლო ცვლილებების შეტანის ინიციატივას.

„სალომე ზურაბიშვილი იმის თაობაზე, რომ გარკვეული ფორმით შეიზღუდოს სიტყვის თავისუფლება, ახსენებს ფრანგულ კანონს, რომელიც ახლახან იქნა მიღებული. ასეთი კანონი საქართველოში რომ ყოფილიყო, დღეს ქალბატონი სალომე იქნებოდა განსასჯელის სკამზე, ისევე, როგორც „ქართული ოცნების“ ბევრი ლიდერი, ვინაიდან ცილისწამების ნიაღვარი იყო ამ საარჩევნო პროცესში და ხელისუფლებას დაფინანსებული ჰყავს ცილისმწამებელთა გუნდი სხვადასხვა ტროლების სახით. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ მივესალმებით და არ ვუჭერთ მხარს ამ ინიციატივას“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

region
ავტ.: region იანვარი 14, 2019 15:43

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,929
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics