სალომე ზურაბიშვილი აღარ არის აქტუალური, მხოლოდ ფორმალურადაა პრეზიდენტი, მისი ხელოვნურად აქტუალიზაცია მიზანშეწონილად არ მიმაჩნია – კობახიძე

ზოგადად, სალომე ზურაბიშვილი აღარ არის აქტუალური მას შემდეგ, რაც წარიმართა იმპიჩმენტის პროცედურა. ჩვენთვის მხოლოდ ფორმალურად არის პრეზიდენტი, შესაბამისად, მისი ხელოვნურად აქტუალიზაცია მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, – აის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს ევროინტეგრაციის გზაზე არავითარი როლის შესრულება არ შეუძლია.

„მას ევროინტეგრაციის გზაზე არავითარი, არც დადებითი, არც უარყოფითი როლის შესრულება არ შეუძლია, ეს არის მთავარი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, კობახიძეს კითხვა დაუსვეს გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის დღევანდელ განცხადებაზე, რომ 2019 წელს სალომე ზურაბიშვილის მიერ კონკრეტული პირების შეწყალების საქმეზე გამოძიება გრძელდება. კობახიძის თქმით, ეს შესაბამისი ორგანოების საქმე.

„ეს არ არის ჩემი საქმე, ეს არის შესაბამისი ორგანოების საქმე. ჩვენ არაფერში გვჭირდება სალომე ზურაბიშვილის აქტუალიზაცია, რომელიც საერთოდ აღარ არის აქტუალური“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშირაც უფრო მეტად აიწევა ხოლმე თემა მედიაში, მით უფრო რთულდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში მყოფი ადამიანების გათავისუფლება, ეს მარტივი ჭეშმარიტებაა და ყველას ვთხოვ, ეს ამბავი გაითვალისწინოს – მდინარაძე
შემდეგი სტატიაშემაშფოთებელია უცხოური წყაროებიდან რევოლუციური პროცესების დაფინანსება, მოვუწოდებ ყველას, დაასვენონ ეს ქვეყანა, სიმშვიდის დარღვევისკენ მიმართულ ნაბიჯებს ნუ გადადგამენ – კობახიძე