სალომე ზურაბიშვილი ადასტურებს, რომ მარიხუანას კულტივაციის შესახებ კონსულტაციები გაგრძელდება

მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტი, რომელიც მთავრობასა და საპატრიარქოს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა, დროებით შეჩერებულია. მის გაწვევას მმართველი გუნდი არ აპირებს და კანონპროექტს არჩევნების შემდეგ დაუბრუნდება.

ამას ადასტურებს „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილიც, რომელიც ამბობს, რომ დისკუსია კანაფის კულტივაციის შესახებ აუცილებლად გაგრძელდება.

„ჩემი პოზიციაა და მე ვთქვი, რომ ასეთ საკითხებზე, რომელიც ეხება საზოგადოების ჯანსაღ ცხოვრებას და ქვეყნის დემოგრაფიულ მომავალს, არ არსებობს რომ არ იყოს სრულიად გაზიარებული ეკლესიის პოზიცია და არამარტო ეკლესიის საზოგადოების პოზიცია, ამაზე უნდა იყოს საჯარო დისკუსიები და მე დისკუსიებში მონაწილეობას მივიღებ,“-ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

დედაქალაქის მერი ამბობს, რომ აუცილებელია საზოგადოების ფართო ჩართულობით საკითხის განხილვა მოხდეს. კახა კალაძის თქმით, თუ საკითხზე კონსესუსი იქნება მიღწეული გადაწყვეტილება შემდეგ უნდა იქნას მიღებული.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია ფიქრობს, რომ იდეაზე უნდა გაგრძელდეს მსჯელობა, მაგრამ არა იმიტომ რომ ეს საკითხი პარლამენტში ოთხშაბათის სხდომაზე უნდა გავიდეს.

ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ მმართველმა გუნდმა კანონპროექტი დროებით შეაჩერა. საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ კანონპროექტი არჩევნების შემდეგ დაუბრუნდება განხილვას.

„ეს ყველაფერი იმისთვის არის გაკეთებული, რომ ვითომ კონსულტაციები ჩატარდეს, რომელსაც თავის თავთან ჩაატარებენ იმიტომ რომ არც ეკლესია და არც საზოგადოება არავითარ კონსულტაციებს არ აპირებს მათთან. ინფრასტრუქტურა მომზადებული აქვთ, ფინანსური ბაზა მომზადებული აქვთ, ყველაფერი მომზადებული აქვთ,“-ამბობს გრიგოლ ვაშაძე.

მთავრობა ამტკიცებს,რ ომ მარიხუანას კულტივაცია-ექსპორტით ბიუჯეტში 1 მილიარდი ლარი შევა, რაც ოპოზიციის განცხადებთ, აბსურდია.

banner
წინა სტატიაში“ევროპული საქართველო” მამუკა ჩიქოვანის მიერ ფრაქციის დატოვების ფაქტს არ ადასტურებს
შემდეგი სტატიაიუსტიციის სახლში მიმართვიანობის გაზრდა ტაქსების რეგისტრაციას არ უკავშირდება